მომსახურების პირობები და წესები

შპს „ფიტნეს თაიმ“

1. გადახდა და აბონემენტის აქტივაცია

აბონემენტის ღირებულება იხდება წინასწარ. გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია ამ პირობებით ან საქართველოს კანონმდებლობით.

2. თანხის დაბრუნების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს, ამ პირობებზე დათანხმებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით დააფიქსიროს განცხადება აბონიმენტის შეწყვეტის შესახებ, დასაბრუნებელი თანხიდან გამოიქვითება ერთი ვიზიტის ღირებულება (25 ლარი) და ბარათის ღირებულება 10 ლარი. ასევე თანხის დაბრუნება ხდება „მომხმარებლის“ ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დოკუმენტით „ფორმა № IV - 100/ა,“ რომელშიც მითითებული უნდა იყოს ექიმის მიერ ფიზიკური დატვირთვის აკრძალვა. „კლიენტის“ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება მოხდება მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში, რა დროსაც „კლიენტისთვის“ დასაბრუნებელი თანხიდან გამოიქვითება ფაქტობრივად განხორციელებული ვიზიტების ღირებულება, (ერთი ვიზიტი - 25 ლარი) და ბარათის ღირებულება 10 ლარი.

3. აბონემენტის მოქმედება

აბონემენტი ამოქმედდება შეძენისთანავე და მოქმედებს იმ ვადით, რომელიც განსაზღვრულია Fitness Time-ის მიერ.

4. კლუბის სერვისებით სარგებლობა

Fitness Time-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დარბაზის მიერ დამტკიცებული ბარათით, ან ,,ფიტპასის“ აპლიკაციის საშუალებით.

5. პერსონალური მონაცემები

მომხმარებელი თანხმობას აძლევს Fitness Time-ს, რომ მომსახურების გაწევის მიზნით დაამუშაოს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და ფოტო.

6. ვიდეომეთვალყურეობა და კომუნიკაცია

ფიტნესის სივრცეში (გარდა გასახდელებისა და სველი ზონებისა) მოქმედებს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. ასევე, სატელეფონო ან ონლაინ კომუნიკაციები შეიძლება ჩაიწეროს ხარისხისა და უსაფრთხოების მიზნით.

7. აბონემენტის პირადობა

აბონემენტი ინდივიდუალურია. მისი გადაცემა ან სხვის მიერ გამოყენება არ არის ნებადართული. გადაცემის შემთხვევაში Fitness Time უფლება აქვს გააუქმოს ბარათი და ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე.

8. ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობა

მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს ფიზიკური აქტივობებით დაკავებას. Fitness Time არ არის პასუხისმგებელი დაზიანებებზე, რომლებიც გამოწვეულია სავარჯიშო ინვენტარის ან ტრენაჟორის არასწორი გამოყენებით. მომხმარებელი თავად აგებს პასუხს საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე.

9. ინვენტარის მოვლა

მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს დარბაზის ყველა ინვენტარს და მოიხმაროს გონივრულად. ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

10. პირადი ნივთების უსაფრთხოება

Fitness Time უზრუნველყოფს ნივთების შესანახ კარადებს, თუმცა კლუბი არ იღებს პასუხისმგებლობას დაკარგული ან დაზიანებული ნივთების შემთხვევაში. ნივთების ღამით დატოვება დაუშვებელია — ასეთ შემთხვევაში კლუბს უფლება აქვს ამოიღოს ნივთები და შეინახოს არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი განადგურდება.

11. ჯგუფური ვარჯიშები და მწვრთნელები

ჯგუფურ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დარბაზის განრიგის შესაბამისად წინასწარ ჩაწერით. პირად მწვრთნელთან ვარჯიში ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელი ავტორიზებულია Fitness Time-ის მიერ. სხვა პირის ვარჯიშის ჩატარება დარბაზის წინასწარი თანხმობის გარეშე არ არის ნებადართული.

12. ასაკობრივი შეზღუდვები

სატრენაჟორო სივრცის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ 12 წლის და უფროსი ასაკის პირებს. 12-15 წლის მომხმარებელს დარბაზში ვარჯიში შეუძლიათ მხოლოდ მწვრთნელის მეთვალყურეობით და მშობლის თანხმობით. ჯგუფური ვარჯიშების სივრცის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ 6 წლიდან, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფებში, წინასწარ ჩაწერით.

13. წესების ცვლილება და დაცვა

  • მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს გამოსაცვლელი სპორტული (სავარჯიშო) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არ შევიდეს დარბაზში გარეთ (ქუჩაში) ნაცვამი ფეხსაცმლით;
  • დარბაზში ყოფნის დროს უნდა ეცვას შესაფერისად, კერძოდ: სპორტული შარვალი, შორტი, ან ლეგინსი; სპორტული მაისური, ქურთუკი ან ჰუდი; დახურული ტიპის სპორტული კედები ან ბოტასები. დარბაზში ყოფნის დროს არ ჩაიცვას გამჭვირვალე, ან/და ისეთი ფორმის ტანსაცმელი, რომელიც შესაფერისად არ ფარავს სხეულს.
  • დარბაზში ყოფნისას მოიქცეს თავაზიანად;
  • თავი შეიკავოს ფამილარული ქცევისგან;
  • არ მივიდეს დარბაზში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა ტიპის თრობის მდგომარეობაში;
  • დარბაზის ტერიტორიაზე არ მოიხმაროს თამბაქო (არც ელექტრო სიგარეტი ან აიქოსი);
  • არ შეიტანოს დარბაზში რაიმე სახის მედიკამენტები, გარდა პირადი მოხმარებისა;
  • არ გააკეთოს დარბაზში მყოფი პირების მიმართ კომერციული შინაარსის შეთავაზებები;
  • დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები;
  • სპორტულ ინვენტარს მოეპყრას სათანადოდ და გამოყენების შემდეგ დააბრუნოს იგი ადგილზე.

Fitness Time უფლებას იტოვებს შეცვალოს ან განაახლოს მომსახურების პირობები. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კლუბის შინაგანაწესი, განრიგი და თანამშრომელთა მითითებები.

14. წესების დარღვევა

  • ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, მწვრთნელს/ადმინისტრატორს უფლება აქვს მითითება მისცეს მომხმარებელს და მოსთხოვოს დარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  • თუ მომხმარებელი მიუხედავად მითითებისა, განაგრძობს წესის დარღვევას ან 30 დღის მანძილზე განმეორებით ჩაიდენს იმავე დარღვევას, აღნიშნული ჩაითვლება შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, რა შემთხვევაშიც შპს „ფიტნეს თაიმ“-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება კლიენტთან/გააუქმოს კლიენტის აბონიმენტი, მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე.

15. მოქმედების ვადა

მომხმარებლის თანხმობა ვრცელდება ასევე მომავალში შეძენილ ყველა აბონემენტზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ Fitness Time შეცვლის დოკუმენტის შინაარსს.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

©2025 Fitness Time. ყველა უფლება დაცულია.