მუხლი 1. სპორტულ დარბაზში ჩაცმის წესი
სპორტულ დარბაზში მისვლისას კლიენტი ვალდებულია:
- თან იქონიოს გამოსაცვლელი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
- დარბაზში შესვლამდე გამოიცვალოს გასახდელში.
- არ შევიდეს დარბაზში გარეთ (ქუჩაში) ნაცვამი ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით.
- დარბაზში ყოფნის დროს ეცვას შესაფერისად, კერძოდ: სპორტული შარვალი, შორტი ან ლეგინსი; სპორტული მაისური, ქურთუკი ან ჰუდი; დახურული ტიპის სპორტული კედები ან ბოტასები. დარბაზში ყოფნის დროს არ ჩაიცვას გამჭვირვალე ან ისეთი ფორმის ტანსაცმელი, რომელიც შესაფერისად არ ფარავს სხეულს.